logo
ENG



"ძირს გამოუთხრის საქართველოს დემოკრატიას"- ნორვეგია რუსულ და ჰომოფობიურ კანონებზე

05 აპრ 202413:54
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/05/iaivnmphknsk7c5.jpg

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსული კანონისა და ჰომოფობიური, პროპაგანდისტული კანონპროექტის დაინიცირებას ეხმაურება და შეშფოთებას გამოთქვამს.

"ნორვეგია შეშფოთებულია საქართველოში "უცხოური გავლენისა" და "ოჯახური ღირებულებების" საკანონმდებლო ინიციატივებით, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებისა და LGBTQI+ ადამიანების სტიგმატიზებას ახდენს. ის ძირს გამოუთხრის მნიშვნელოვან ღირებულებებს, საქართველოს დემოკრატისას და ევროატლანტიკურ გზას"- ნათქვამია განცხადებაში.

დაპირების მიუხედავად ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში - ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარბელით". 

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.


close დახურვა